|
ზოგადი დებულება
www.r-estate.ge ზოგადი დებულებანი, რომელთა შესრულება სავალდებულოა:
- www.r-estate.ge არ არის ორგანიზაცია, რომელიც აწყობს აუქციონებს. ეს არის მხოლოდ დამაკავშირებელი რგოლი (შუამავალი), რომლის მიზანია ნებისმიერ მსურველს მისცეს საშუალება განათავსოს კლიენტთათვის საინტერესო ნებისმიერი შეთავაზება (უძრავი ქონების შესახებ).
- ჩვენ არ ვაფასებთ პროდუქციას, რომელიც web-გვერდზეა განთავსებული. ჩვენ ვანთავსებთ განცხადებას და ინფორმაციას კონკრეტული ობიექტის შესახებ, რომელიც გამყიდველმა მოგვაწოდა ფოტოსურათის, ვიდეო ან ტექსტური სახით.
- ჩვენ არ ვერევით სავაჭრო მოლაპარაკებებში გამყიდველსა და მყიდველს შორის (გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ექსკლუზიური უფლება უძრავი ქონების რომელიმე ობიექტის გაყიდვის შესახებ).
- ჩვენი მომსახურება გათვალისწინებულია სრულწლოვანთათვის, რომელთაც იურიდიული უფლება აქვთ აწარმოონ შესაბამისი სავაჭრო ოპერაციები, ქვეყნის კანონმდებლობით.
- თუ თქვენ იყენებთ www.r-estate.ge-ის მიერ შემოთავაზებულ ფასიან მომსახურებას, საშუალება გაქვთ გაეცნოთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეარჩიოთ ის ფასი, რომელიც მისაღები იქნება თქვენთვის.
- ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს პერიოდულად შეცვალოს გადასახადები (ტარიფები). ყველა ინფორმაცია ფასის დროებით ან სამუდამოდ ცვლილებასთან დაკავშირებით განთავსდება საიტზე.
|
|